22 დეკემბერი 2024,   07:35
ვრცლად
ნუგზარ შუშანაიამ პარტია "საქართველოსთვის" დატოვა - მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პარტიის მიერ არჩეული კურსი, რომელიც იმეორებს "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს

ნუგზარ შუშანაიამ პარტია "საქართველოსთვის" დატოვა, - ამის შესახებ მან პირად "ფეისბუქ" გვერდზე დაწერა და გადაწყვეტილებების მიზეზები განმარტა.

კერძოდ, როგორც შუშანაია ამბობს, გადაწყვეტილების მთავარი მოტივი გახდა პარტია "საქართველოსთვის" არჩეული კურსი, რომელიც სრულად იმეორებს "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს.

მისივე თქმით, ნუგზარ შუშანაია და მისი ოჯახი წლების განმავლობაში ებრძვოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს.

"ვტოვებ, პარტია "საქართველოსთვის" და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივს, მეტიც ავსებს "ნაცმოძრაობას" და ეხმარება მას.

ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით - არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებასთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება,"-ნათქვამია შუშანაიას განცხადებაში. 

 

დღის ამბები