22 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი ექვსკვირიანი შესვენების შემდეგ განახლდა. გუშინ 21-ე ტურის ორი მატჩი გაიმართა: ერთი თბილისის დინამო არენაზე, ერთი კი თელავში. თბილისის დინამომ ბოლნისის სიონს 3:1 სძლია, ხოლო თელავისა და წყალტუბოს სამგურალის მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

ეროვნულ ლიგაში დღეს კიდევ 2 შეხვედრა ჩატარდება, 19 საათზე თბილისის ლოკომოტივი გაგრას უმასპინძლებს, გორის დილა კი 21 საათზე ბათუმის დინამოს მიიღებს. სატურნირო ცხრილში 47 ქულით ბათუმელები ერთპიროვნულად ლიდერობენ, ხოლო თბილისის დინამოელებს 41 ქულით მეორე ადგილი უჭირავთ.

დღის ამბები