06 ოქტომბერი 2024,   18:08
ვრცლად
ესპანეთის "ლა ლიგის" პირველ ტურში "ვალენსიამ" "ხირონა" ანგარიშით 1-0 დაამარცხა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის პირველ ტურში "ვალენსიამ" საკუთარ მოედანზე "ხირონას" უმასპინძლა და სოლერის ერთადერთი გოლის წყალობით დაამარცხა. ესპანელმა ნახევარმცველმა 45-ე წუთზე "ხირონას" კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. "ვალენსიას" ძირითად შემადგენლობაში იყო ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

"ვალენსიას" მსგავსად გამარჯვება იზეიმა "მადრიდის რეალმა", სამეფო კლუბმა სტუმრად "ალმერია" დაამარცხა. პირველი ნახევარი მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა მეორე ტაიმში ვასკესის და ალაბას გოლებით "რეალმა" სამი ქულა მოიპოვა.

დღის ამბები