27 აპრილი 2024,   03:58
ვრცლად
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შენახვის ფაქტი გამოავლინეს. ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გორში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს ინახავდნენ. 

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პირთა ჯგუფის მიერ, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის ფაქტზე, ოთხი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელ სახლში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტს.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 28556 ლარის ღირებულების 6 490 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით ითვალისწინებს,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები