21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი - ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო დავა გრძელდება.

დღევანდელ სხდომაზე ჩვენებას აძლევს დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი, ის პროკურორის კითხვებს პასუხობს. პროცესს დისტანციურად ერთვება ჩოგბურთელიც.

ნეკა დოროყაშვილმა სხდომაზე ისაუბრა ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობაზე. ის ამბობს, რომ შეურაცხყოფა მის მიმართ შვილის თანდასწრებითაც ხდებოდა.

"ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა - გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა - მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი," - განაცხადა დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე.

ცნობისთვის, ნიკოლოზ ბასილაშვილი ბრალდებულია. მას ოჯახში ძალადობას ედავებიან და გირაოს სახით 100 ათასი ლარი აქვს შეფარდებული.

დღის ამბები