ცნობილია მუხლები, რომლითაც ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შემდეგი სამი მუხლით: სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის გაუპატიურების მცდელობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა).
ტელეწამყვანის დაკავების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პოლიციას დასახმარებლად დაზარალებული ახალგაზრდა ქალის მეგობარმა მიმართა.
ასევე ნახეთ : "მთავარი არხი" ლაშა ნაკაიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს