22 დეკემბერი 2024,   09:54
ვრცლად
580-ზე მეტი დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით ადამიანი - პაკისტანი სტიქიას ებრძვის

ძლიერმა წვიმამ, წყალდიდობამ და მეწყერმა პაკისტანში მილიონამდე ადამიანი დააზარალა. ქვეყანაში ბოლო 3 კვირის განმავლობაში, მთლიანი წლიური ნალექის ნორმალური ოდენობის 60% პროცენტი მოვიდა.

ყველაზე მეტად დაზარალდა ბელუჯისტანი, ხეიბერ პახტუნხუა და სინდის პროვინციები. პარასკევამდე ძლიერი წვიმა​  მთელს პაკისტანშია მოსალოდნელი. სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა სამშაბათს ყარაჩიში, რაც ორი დღის მანძილზე უწყვეტმა წვიმამ გამოიწვია.

ივლისის თვიდან, ძლიერი წვიმის გამო, ყარაჩიში 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

დაახლოებით 200 ადამიანი ემსხვერპლა სტიქიას ბალუჩისტანში. პაკისტანის ყველაზე დიდ და ღარიბ პროვინციას, ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ წყალდიდობასთან უწევს გამკლავება. კატასტროფების მართვის ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ პროვინციაში საშუალო წლიურ მაჩვენებელზე 305%-ით მეტი ნალექი მოვიდა.

დანგრეულია 570-ზე მეტი სკოლა, ასევე დაფიქსირდა ქოლერის შემთხვევები.

წყარო : The Guardian

დღის ამბები