22 დეკემბერი 2024,   09:04
ვრცლად
ვინ და კელი დეგნანმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა - გია ცაგარეიშვილი

ვინ და ქალბატონმა ელჩმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, ყურისმომჭრელი იყო, როცა ელჩის მხრიდან საუბარი იყო ე.წ გავრილოვის ღამეზე.

"ზუსტად ვიცი, საიდან დაიწყო პოლარიზაცია ამ ქვეყანაში, რა ერქვა მას და ვინ იყვნენ პოლარიზაციის მთავარი აქტორები, ვინ აკავებდა ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით - ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა“. დღეს ამას ჰქვია რადიკალური ოპოზიცია - „ნაცმოძრაობაზე“ ტკიპებივით მიკრული წვრილფეხობა, რომელიც ყველაფერს იმისთვის, რომ რადიკალიზაცია გაღრმავდეს საზოგადოებაში. ამაზე პირდაპირ უნდა ვისაუბროთ, ამიტომ ცოტა ყურისმომჭრელი იყო, როცა ე.წ. გავრილოვის ღამეზე იყო საუბარი. ვინ და ქალბატონმა ელჩმა კარგად უნდა იცოდეს, რომ მისივე ქვეყნის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს პარლამენტზე შტურმი სახელმწიფო დაწესებულებაზე შტურმად შეაფასა“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.

დღის ამბები