22 დეკემბერი 2024,   09:15
ვრცლად
ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში” მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა

ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში” მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა.

საელჩოს ინფორმაციით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერის მსურველებს 17-18 აგვისტოს შეუძლიათ საელჩოს ეწვიონ.

„2022 წლის 14 აგვისტოს ერევნის სავაჭრო ცენტრ „სურმალუში” მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნის საპატივსაცემოდ, სომხეთის რესპუბლიკაში 2022 წლის 17-18 აგვისტოს გამოცხადებულია გლოვა.

საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნა.
სამძიმრის წიგნში ჩანაწერის მსურველებს 17-18 აგვისტოს (11:00-13:00 საათამდე და14:00-17:00 საათამდე) შეუძლიათ ეწვიონ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გია ტეტელაშვილის ქუჩა № 4," - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დღის ამბები