შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ „გავრილოვის ღამე“ და ძალადობრივი აქტი ჩაიდინეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა,- ამის შესახებ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
კიდევ ერთხელ შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს საქართველოს უმრავლესობიდან და თუ მას პატივისცემა აქვს ჩვენი ქვეყნისა და ამომრჩევლის მიმართ, მაშინ კეთილი ინებოს და პატივისცემით მოეპყროს ყოველგვარ ჩვენს დამოკიდებულებასა და კითხვებს. განცხადებაში მოხსენიებული იყო ასევე პოლარიზაცია და "გავრილოვის ღამე". შევახსენებ ქალბატონ დეგნანს, რომ გავრილოვის ღამე და ძალადობრივი აქტი ჩაიდინა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და მისმა მხარდამჭერებმა," - განაცხადა ყაველაშვილმა.