22 დეკემბერი 2024,   09:28
ვრცლად
იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან - გიგლა ბარამიძე

იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან - გიგლა ბარამიძე

ქალბატონ კელის ვნებანი, სხვა რა ვუწოდო პატივცემული ელჩის უკვე მერამდენე არადიპლომატიურ დამოძღვრება -ჭკუის სწავლებას თუ პერიოდულად მუქარანარევ ოპუსებს იმ ქვეყნის ხელისუფლების , პოლიტიკური ძალების, მმართველი გუნდის თუ საზოგადოების მიმართ , სადაც თავად არის აკრედიტირებული, - ამის შესახებ პოლიტიკოსმა  გიგლა ბარამიძემ აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. 

"ნუთუ გააუქმეს ვენის კონვენცია და არ ვიცით? ან იქნებ ზოგიერთ ელჩს გენერალ- მაკონტროლებელ-გუბერნატორის სტატუსიც ჩააბარეს და ესეც ვერ გაგვიგია? ან იქნებ უკვე საქმე გვაქვს ელჩის პირად ჭმუნვებთან, სუბიექტურ განწყობებთან, ემოციებთან, ურთიერთობებთან და ჩვენ, ღმერთო გვიშველე, ვერ მივმხვდარვართ? რა გზას დავადგეთ, ვის შევჩივლოთ? ფოლკნერი მკვდარია, სინკლერ ლიუისიც, ო, ჰენრიც და ფიცჯერალდიც, ჯორჯ ვაშინგტონიც და რონალდ რეიგანიც…. ვის ვკითხოთ, ვინ გვიშუამდგომლებს , ვინ დაგვამშვიდებს? ნეტა მაცოდინა!“, - წერს გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები