22 დეკემბერი 2024,   09:36
ვრცლად
ომის 175-ე უკრაინაში - რუსეთმა ხარკოვი ტორნადოს ტიპის რაკეტებით დაბომბა 

უკრაინა, ხარკოვი, ომის 195-ე დღე - რუსეთმა ოლქი ტორნადოს ტიპის რაკეტებით დაბომბა. დაიღუპა 1 მშვიდობიანი მოქალაქე, 8 კი დაიჭრა. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება.

მიკოლაევში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად უნივერსიტეტი განადგურდა. ოდესაში კი, საოკუპაციო ძალებმა საცხოვრებელი უბანი დაბომბეს, დაჭრილია 3 ადამიანი. სამიზნე ისევ გახდა სუმის ოლქიც, რომელიც გუბერნატორის ინფორმაციით, ღამით 12-ჯერ გახდა თავდასხმის ობიექტი.

დონეცკში კი ახლა მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას, 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. ერთი მოქალაქე ადეევკაში, ხოლო მეორე ზაიცევის რაიონში მომხდარი აფეთქებებისას დაიღუპა. მხოლოდ ერთ საცხოვრებელ უბანში, განადგურებულია 10 სახლი.

დონეცკის ოლქის ქალაქ მარინკადან უკრაინელმა სამხედროებმა, მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაცია დაბომბვების ფონზე განახორციელეს. მოხუცები, ქალები და ბავშვები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვაც - როგორც ცნობილია, შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. ომის 175-ე დღეს რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის, ვერხნი როგანჩიკის რაიონის მერი, სვეტლანა კოროტუნი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. უკრაინის ოფიციალური პირები მერის გათავისუფლებას მოითხოვენ. თანამემამულეებს ტრადიციულად მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსოფლიოს ლიდერები უკრაინაში ვიზიტს განაგრძობენ. ხვალ, ლვოვში თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი ჩავლენ. ანტონიო გუტიერეში და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. პარასკევს კი გუტიერეში საპორტო ქალაქ ოდესაში გადაინაცვლებს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ვითარება კრიტიკულია დონბასში, სადაც რუსული ძალები უკრაინელებს მასობრივად უტევენ. ბოლო 24 საათში იქ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპანტების 3 შტურმი მოიგერიეს.

დღის ამბები