27 აპრილი 2024,   06:11
ვრცლად
ქაბულის მეჩეთში ძლიერი აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი

ქაბულის მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს, ძლიერი აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" თვითმხილველებზე და პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, არიან გარდაცვლილები და დაშავებულები, თუმცა მათი რაოდენობა დაუზუსტებელია.

როგორც მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა მედიასაშუალებას განუცხადა, დაშავებულების ან გარდაცვლილების რიცხვი 35-ს აღემატება.

ტელეკომპანია "ალ-ჯაზირას" ინფორმაციით კი, დაღუპულთა რიცხვი 20-ს შეადგენდა.

ქაბულის საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილების მონაცემებით, მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი მიიღეს, მათ შორის შვიდი წლის ბავშვი.

თალიბანის დაზვერვის თანამშრომლის თქმით, გარდაცვლილთა შორისაა მეჩეთის იმამიც, ხოლო დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. 

დღის ამბები