19 აპრილი 2024,   04:53
ვრცლად
ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბერდია ჯოხაძის პანაშვიდი მიმდინარეობს

უკრაინაში დაღუპული ბერდია ჯოხაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მებრძოლი ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა - სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვიდს ესწრება საქართველოში უკრაინის საელჩოს სამხედრო ატაშე, გენერალ მაიორი სერგეი კრავჩუკი. მისი თქმით, უკრაინაში მებრძოლები როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას და თავისუფლებას იცავენ.

"სამწუხაროდ ომი გრძელდება, ჩვენი გმირები, ჩვენი დამცველები იღუპებიან როგორც უკრაინის, ისე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად. არაერთხელ მოგვისმენია რუსეთის მხრიდან განცხადებები, რომ უკრაინის შემდეგ ისინი მიუბრუნდებიან საქართველოს. თუკი ამ აგრესიას არ მოვუღებთ ბოლოს უკრაინაში, ის მთელ მსოფლიოში გავრცელდება," - განაცხადა სერგეი კრავჩუკმა.

დღის ამბები