27 ივლისი 2024,   05:01
ვრცლად
პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა

პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ

მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ
ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი
ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ - 1991 წელს დაბადებულ
ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის
ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე
გარდაიცვალა.

პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს,"-ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები