29 აგვისტო 2026,   20:57
ვრცლად
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა პირველი შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობასთან გამართა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა პირველი შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ქერეს მოსახლეობასთან გამართა. შეკრებილებმა როგორც აქამდე განხორციელებულ პროექტებზე, ისე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს.

რწმუნებულმა ადგილობრივებისგან პირადად მოისმინა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები და ერთობლივად გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. ასევე, მიხეილ შაყულაშვილმა ადგილობრივებს საკუთარი ხედვები და გეგმები გააცნო.

შიდა ქართლის რწმუნებულმა სოფელ ქერეში ახალდაშენებული სკოლაც დაათვალიერა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა, რომლის ბიუჯეტიც მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. 90 მოსწავლეზე გათვლილი შენობა სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და ადაპტირებულია სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის. ასევე, მოეწყო ეზო და სპორტული მოედანი.

დღის ამბები