07 სექტემბერი 2026,   21:44
ვრცლად
თბილისის "დინამომ" გორის "დილა" 3:0 დაამარცხა

ეროვნული ლიგის 22-ე ტური დაიწყო. დღის ცენტრალურ შეხვედრაში თბილისის "დინამომ" გორის "დილას" უმასპინძლა და მშრალი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში კაპიტანმა დავით სხირტლაძემ გიორგი მოისწრაფიშვილს გაატანინა, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. მეორე ნახევარში სხირტლაძემ თავად გაზარდა უპირატესობა, მესამე ბურთი კი შეცვლაზე შესული გიორგი გაბედავას ანგარიშზეა.

მეორე ტაიმში, მოედანზე შევიდა ლუკა პარკაძე, რომელიც ახლახანს მიუხნენის ბაიერნის ფეხბურთელი გახდა და სადაც ასპარეზობას მომდევნო სეზონიდან დაიწყებს. 17 წლის პარკაძეს დინამოში ოფიციალური დებიუტი ჰქონდა.

დღის ამბები