22 დეკემბერი 2024,   10:23
ვრცლად
სომალიში, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების "აშ - შაბაბი" თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა სომალიში 20-მდე გაიზარდა. დაღუპულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. დაშავებულია 50-მდე ადამიანი.

მედიის ინფორმაციით, სომალის უსაფრთხოების ძალებმა დედაქალაქში დაჯგუფების მებრძოლების მიერ სასტუმროს 30 საათიანი ალყა დაასრულეს.

როგორც ცნობილია, დაჯგუფების წევრებმა მოგადიშოში მდებარე ერთ-ერთ სასტუმროსთან, 2 ასაფეთქებელი ნივთიერება გაააქტიურეს, შემდეგ კი ცეცხლი გახსნეს და შენობაში შეიჭრნენ. მათ მძევლებიც ჰყავდათ აყვანილი.

მედიის ინფორმაციით,"აშ-შაბაბი"  ფედერალურ მთავრობასთან გრძელვადიან კონფლიქტშია ჩართული. ჯგუფი სამხრეთ და ცენტრალურ სომალის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

დღის ამბები