პროკურატურამ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, იძულების და პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული, ეჭვიანობის ნიადაგზე და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, დაზარალებულზე ფიზიკურად ძალადობდა, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების მუქარით, აიძულებდა მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას. ფიზიკური იძულების გზით, დაზარალებულს გასტაცა პასპორტი.
სამართალდამცველებმა ის 20 აგვისტოს დააკავეს. მას 4 მუხლით ედავებიან, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.