22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
თამარ მეფის გამზირზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები დასრულდა- გამზირზე დაიხაზა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილი ზოლი

307 ნომერი მიკროავტობუსი ბაგებიდან სადგურის მოედნამდე უკვე შეუფერხებლად გადაადგილდება. დაბრკოლებას აღარც რეაბირიტირებული თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს, თუმცა ეს ერთადერთი ხაზი არ არის, სატრანსპორტო კვანძით, დღის განმავლობაში 50 მარშრუტზე მოძრავი 400_მდე ავტობუსი სარგებლობს.

ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით 500-მდე შეუსრულებელი მარშრუტიდან 250 თამარ მეფის გამზირზე მოდიოდა. სწორედ ამიტომ, აღნიშნულ ლოკაციაზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ჩატარდა და საავტობუსე ზოლები მოეწყო.

გმირთა მოედნიდან სადგურის მოედნამდე ერთ კილომეტრზე მეტი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდა. ცენტრთან დაკავშირდა შუქნიშნების სისტემაც.

მერიის სატრანსპორტო პოლიტიკა მისაღებია სფეროს ექსპერტებისთვის. ამბობენ, რომ დედაქალაქის ქუჩებში საცობებს და ქაოტურ მოძრაობას, მხოლოდ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა განმუხტავს.

განახლებული გზით სარგებლობა უკვე შესაძლებელია, ტერიტორია სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის.

დღის ამბები