04 მაისი 2024,   20:44
ვრცლად
სანა მარინის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია- ინფორმაციას როიტერი ავრცელებს

სანა მარინის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი უარყოფითია, ამის შესახებ "როიტერი" წერს.

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა ნარკოლოგიური ტესტი წვეულების შემდეგ გაიკეთა.
სანა მარინის გარშემო სკანადალი მას შემდეგ აგორდა, რაც სოციალურ მედიაში კადრები გავრცელდა, სადაც ჩანს, რომ იგი ფინელ დეპუტატებთან და პოპ ვარსკვლავებთან ერთად ცეკვავს კერძო სახლში გამართულ წვეულებაზე. ვიდეოში ისმის საუბარი, სადაც სავარაუდოდ ნახსენებია კოკაინი.

დღის ამბები