22 დეკემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა დარია დუგინა ორდენით დააჯილდოვა - გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა დღეს მიიღო

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა დარია დუგინა სიკვდილის შემდეგ, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი გამბედაობის, თავგანწირვისა და მამაცობისთვის ორდენით დააჯილდოვა. 

როგორც მედია იუწყება, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს მიიღო.

ინფორმაციისთვის: პუტინმა დუგინას​​ მკვლელობა "სამარცხვინო და სასტიკი დანაშული" უწოდა. მისი თქმით, დუგინა პატიოსნად ემსახურებოდა ხალხს, სამშობლოს და დაამტკიცა, თუ რას ნიშნავს იყო რუსეთის პატრიოტი.

დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა თავდასხმაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურები დაადანაშაულა.

დღის ამბები