22 დეკემბერი 2024,   09:32
ვრცლად
ბორჯომში, ქვაბისხევის ტყეში, რამდენიმე წუთს წინ ხანძრის ახალი კერა გაჩნდა 

ბორჯომში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა. ძველ წერტილებს ერთი ახალი ადგილი დაემატა. კერძოდ, ქვაბისხევის ტყეში რამდენიმე წუთს წინ ახალი კერა გაჩნდა. ამ დროისთვის, მეხანძრე-მაშველები საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს აქტიურად განაგრძობენ, თუმცა პროცესს რთული რელიეფი და ძლიერი ქარი ართულებს.

სწორედ ძლიერი ქარისა და დაკვამლიანების გამო, ვერტმფრენების მუშაობა დროებით შეჩერებული იყო, თუმცა ამ დროისთვის, ვერტმფრენებმა მუშაობა განაახლეს.

“დილის 6 საათიდან 4 ვერტმფრენი შეუჩერებლად მუშაობდა. გვაქვს პერიოდები, როდესაც ძლიერი ქარი ამოვარდება და ამ პერიოდში ვერტმფრენებს უჭირთ მუშაობა. არის მაღალი რისკი, მაღალი დაკვამლიანებაა, ასევე არის ძლიერი ქარი და არის მომეტებული საფრთხის წყარო. ამიტომ, პერიოდულად ჩერდება ვერტმფრენები და სწორედ ეს იწვევს მომავალში გაღვივებას იმ კერების, რომელიც ფაქტობრივად ჩამქვრალია. როდესაც ვერ ვახერხებთ ქარის გამო მუშაობას, ხშირად ღვივდება,“ - ამბობს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი. 

განმარტება გააკეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა.

"ტერიტორია დაყოფილი გვაქვს სამ სექტორად. ზოგიერთ სექტორში უკვე დასრულებულია სალიკვიდაციო სამუშაოები და მიმდინარეობს ამ პოზიციის შენარჩუნება. ზოგიერთ სექტორში სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. თუმცა, გვაქვს ცხელი წერტილები, გამომდინარე მაღალი ტემპერატურიდან და ქარი ამ ყველაფერს ხელს უწყობს. ამჟამად, სამი ღია კერა გვაქვს, სადაც მუშაობენ აქტიურად მეხანძრე-მაშველები,“ - ამბობს თემურ მღებრიშვილი

დღის ამბები