22 დეკემბერი 2024,   09:20
ვრცლად
ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა აუცილებელია, ნატო იქამდე იქნება უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება - იენს სტოლტენბერგი

მსოფლიო ლიდერები უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი "ყირიმის პლატფორმის" მეორე სამიტში იღებენ მონაწილეობას. სამიტი მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას.​ მასში მონაწილეობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანიც იღებს.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთი დემოკრატიული ერების ერთობის დაშლას შეეცადა, თუმცა შეცდა და დემოკრატიული სამყარო კვლავ ერთიანია. ნატოს მეთაურის თქმით, ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა აუცილებელია და ნატო იქამდე იქნება უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება.

"პუტინი ფიქრობდა, რომ ჩვენს, დემოკრატიულ ერებს შორის ერთიანობას დაშლიდა - პრეზიდენტი პუტინი შეცდა. დღეს ამდენი სახელმწიფოს დასწრება სწორედ ამ ერთიანობას მოწმობს. ნატო სრულად სოლიდარულია უკრაინის მიმართ. უკრაინას აქვს უფლება, თავი დაიცვას და თავის მომავალი განსაზღვროს . რუსეთმა ომი უნდა შეწყვიტოს და ჯარი გაიყვანოს. ზამთარი მოდის და ძალიან რთული მდგომარეობა იქნება. ეს იქნება ​ლოჯისტისკის ბრძოლა. ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის ძლიერი და დამოუკიდებელი უკრაინა აუცილებელია. ნატო იქამდე იქნება უკრაინის გვერდით, სანამ საჭირო იქნება,"- აღნიშნა ნატოს ლიდერმა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები