22 დეკემბერი 2024,   08:53
ვრცლად
თბილისში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის უწყებების ხელმძღვანელებმა სატრანსპორტო, ე.წ. შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის სატრანსპორტო დერეფნის შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს თბილისში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე, რომელშიც ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრი რაშად ნაბიევი და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ კარაისმაილოგლუ თანმხლებ დელეგაციებთან ერთად მონაწილეობდნენ.

მხარეებმა განიხილეს არსებული მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, რომლებიც გულისხმობს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთს შორის სარკინიგზო მაგისტრალით გადაზიდვების გაზრდას. როგორც აღინიშნა, ბოლო პერიოდში სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნულ სატრანსპორტო დერეფანს და ის ხდება დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მარშრუტი.  

დღის ამბები