07 მაისი 2024,   03:56
ვრცლად
ქუთაისში ჭახათას დასახლებაში ხანძარი იყო

ქუთაისში, ჭახათას დასახლებაში ხანძარი იყო. ცეცხლი ბალახის საფარს გაუჩნდა. დამწვარია 5 ათასი კვ. მეტრი ფართობი. ძლიერი ქარის და ადგილზე წიწვოვანი ტყის არსებობის გამო, არსებობდა ხანძრის მასშტაბების გაზრდის საფრთხე.

ადგილობრივებმა დაკვამლიანება შენიშნეს, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ადგილზე ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის, ჭახათას დასახლებაში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.

დღის ამბები