22 დეკემბერი 2024,   08:58
ვრცლად
პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელება - კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

პოლიტიკური რეკლამის კანონდარღვევით გავრცელების გამო კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ 3 ტელევიზიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

"მთავარი არხი" 118 ათასი ლარით დააჯარიმა, "ტვ პირველი" და "ფორმულა" კი წერილობითი ფორმით გააფრთხილა. საქმე ეხება 23 და 24 ივნისს მაუწყებლების ეთერით გავრცელებულ ვიდეორგოლს, რომლის განთავსების უფლებაც ტელევიზიებს კანონმდებლობით არ ჰქონდათ.

კომუნიკაციების კომისიას საჩივრით პოლიტიკურმა გაერთიანება "ქართულმა ოცნებამ" მიმართა. ვიდეორგოლის შესწავლისას კი კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებლების ეთერში განთავსებული რეკლამის მიზანი 24 ივნისს მანიფესტაციის რეკლამირებასთან ერთად, "ქართული ოცნების" და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა იყო.

წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს. კომისიის გადაწყვეტილებით ვინაიდან "ტვ პირველსა" და "ფორმულას" ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ჩაუდენიათ კანონდარღვევა კომისიამ, ამ ორ ტელევიზიას წერილობით გაფრთხილება მისცა. ბოლო ერთი წელში კი "მთავარი არხის" მიერ კანონდარღვევა მეორედ დაფიქსირდა. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ მას კანონით გათვალისწინებული სანქცია, წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

დღის ამბები