22 დეკემბერი 2024,   09:08
ვრცლად
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ახალი კერები გაჩნდა - ძლიერი ქარის გამო, ცეცხლის ქრობის პროცესი გართულებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში ხანძრის კიდევ ახალი კერები გაჩნდა. ხეობაში კრიტიკული ვითარებაა. მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის შედეგად, ცეცხლის ქრობა გართულებულია.

მეხანძრე-მაშველები სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ცდილობენ ტყეში გაჩენილი ხანძარი ჩააქრო.

ადგილზე მოქმედებს ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ. 

დღის ამბები