21 დეკემბერი 2024,   18:20
ვრცლად
ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა

ცნობილი რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას დიზაინერი იგორ გულიაევი ავრცელებს.

ალა პუგაჩოვას რუსეთში დაბრუნების შესახებ ცნობილი დღეს მას შემდეგ გახდა, რაც დიზაინერმა ინსტაგრამზე გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ გადმოდის მომღერალი საკუთარი მანქანიდან და გულიაევის მაღაზიაში შედის, რომელიც მოსკოვის ცენტრში მდებარეობს.

პუგაჩოვა ვიდეოში ამბობს, რომ ის უკვე საკმაო ხანია რუსეთში იმყოფება.

რუსეთის ყველაზე პოპულარულმა მომღერალმა ქვეყანა უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დატოვა. ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი იყვნენ იმ არტისტებს შორის, რომლებმაც კრემლის მიერ რუსეთში დაწყებული ომი დაგმეს. ამის გამო ისინი მძაფრი კრიტიკის სამიზნეები გახდნენ.

ანტისაომარი პოზიციის გამო პუგაჩოვა-გალკინის წყვილი პროპუტინისტური მედიის წარმომადგენელმა, "რაშა თუდეის" მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა პირდაპირ ეთერში შეურაცხყო.

ისრაელში წასული ალა პუგაჩოვა აცხადებდა, რომ ის ემიგრაციაში არ წასულა და რუსეთში დაბრუნებას ბავშვების სწავლის დაწყების პერიოდისთვის, საშემოდგომოდ აპირებდა.

ჯერჯერობთ არ არის ცნობილი უკვე რუსეთში არიან თუ არა ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის შვილები, თუმცა რუსეთში არ დაბრუნებულა მაქსიმ გალკინი, რომელიც საკუთარი შოუ პროგრამით, რომელიც ძირითადად რუსეთის ხელისუფლების კრიტიკაზეა, მსოფლიო ტურნეში იმყოფება.

დღის ამბები