რუს მომღერალ ფილიპ კირკოროვსა და "რაშა თუდეის" მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს შორის დაპირისპირება მწვავდება. მიზეზი ფილიპ კირკოროვის ყოფილი მეუღლის, რუსული ესტრადის ვარსკვლავის ალა პუგაჩოვას ოჯახის მიმართ, სიმონიანის გამონათქვამებია.
ალა პუგაჩოვა და მისი მეუღლე მაქსიმ გალკინი, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომთან დაკავშირებით კრიტიკული დამოკიდებულების გამო, იძულებულები გახდნენ რუსეთი დაეტოვებინათ და საცხოვრებლად ისრაელში გადასულიყვნენ. ანტისაომარი პოზიციის გამო პუგაჩოვა-გალკინის წყვილი პროპუტინისტური მედიის სამიზნე გახდა.
მარგარიტა სიმონიანმა მაქსიმ გალკინზე განაცხადა, რომ "ის არის გეი, რომელიც ამ ფაქტის დამალვისა და გამდიდრების მიზნით ხანდაზმულ ქალზე დაქორწინდა". სიმონიანს ვიდეომიმართვით უპასუხა ალა პუგაჩოვას ყოფილმა ქმარმა ფილიპ კირკოროვმა.
"როგორ ბედავ ადამიანების საჯაროდ დამცირებას, ვინ მოგცა ამის უფლება? მარგარიტა შენ ხარ მთავარი რედაქტორი ჩვენი ქვეყნის რუპორის. შენ არ გაქვს უფლება უთანხმოება დათესო. შენ ჟურნალისტი ხარ და არა ბაზრის უხამსი ქალი, რომელიც ჭორებსა და ბინძურ ამბებს ავრცელებს,"- განაცხადა ფილიპ კირკოროვმა ვიდეომიმართვაში.
კირკოროვს მარგარიტა სიმონიანმა უპასუხა და ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი რუსი ხალხის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა.
"ფილიპ, თქვენი ყოფილი ნათესავები საზოგადოების პირში ისაქმებენ. არ ვიცი შეიძლება თქვენიანებს ასე მოსწონთ კიდეც. არსებობს სხვადასხვა სექსუალური გარყვნილება, მაგრამ რუს ხალხს არ მოსწონს," - დაწერა მარგარიტა სიმონიანმა ტვიტერზე ფილიპ კირკოროვის პასუხად.