"არდადეგები, შვებულება ან მკურნალობა ემიგრაციად არ ითვლება" - ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ რუსეთიდან ემიგრაციის ფაქტი უარყო. მომღერალმა Instagram-ზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.
"არდადეგები, შვებულება ან მკურნალობა ემიგრაციად არ ითვლება. დავბრუნდები და გავერკვევით," - ამბობს მომღერალი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ რუსული მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ცნობილმა რუსმა მომღერალმა ალა პუგაჩოვამ და მისმა ქმარმა, მაქსიმ გალკინმა შვილებთან ერთად რუსეთი დატოვეს. ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.