ცნობილი რუსი შოუმენი მაქსიმ გალკინი, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეწინააღმდეგება და ამის გამო ქვეყნიდან წასვლა მოუწია, რუსულ პრესას მიმართავს:
"ხომ ნერვიულობდით, რომ მე ვიკავებდი ახალგაზრდა ნიჭიერების ადგილს... ჰოდა დაწერეთ მათ შესახებ, მათზე ვინც "პატრიოტულადაა" განწყობილი, მე თავი დამანებეთ.
ბრმა ცხენებივით წრეზე დადიხართ და ფეხქვეშ ერთი და იგივე ნეხვს ზელთ. დაშოშმინდით "კომკავშირელებო", ფუ თქვენი!" - განაცხადა გალკინმა.
მაქსიმ გალკინი ცოლთან, ალა პუგაჩოვასა და შვილებთან ერთად ისრაელში იმყოფებიან - წყვილმა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ დატოვა.