22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
"კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს" - კათალიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის ტაძარში ლიტურგია აღავლინა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში საზეიმო ღვთისმსახურება აღესრულა.

სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღავლინა. ილია მეორემ მრევლს მარიამობის დღესასწაული მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

"კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს. ყოვლწამინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის. გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობელისა," - თქვა ილია მეორემ.

დღის ამბები