22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია ა-ს მესამე ტურში სტუმრად "ფიორენტინას" დაუპირისპირდება

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" სერია ა-ს მესამე ტურში სტუმრად "ფიორენტინას" ეთამაშება. ფლორენციაში სტადიონ "არტემიო ფრანკიზე" მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

"ნაპოლის" 21 წლის ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ფლორენციაში იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით ჩადის, იგი სტატისტიკის გაუმჯობესებას შეეცდება. კვარაცხელიას ანგარიშზე 2 შეხვედრაში უკვე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

დღის ამბები