22 დეკემბერი 2024,   10:22
ვრცლად
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს - საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიამობას აღნიშნავს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღე 12 უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და საქართველოში განსაკუთრებულად აღინიშნება. საეკლესიო თარიღთან დაკავშირებით, საზეიმო ლიტურგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სიონის საკათედრო ტაძარში აღავლინა. უწმინდესმა მრევლს ქადაგებითაც მიმართა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მიძინებიდან მესამე დღეს მოციქულებმა საფლავის ლოდი გადააგორეს და აღმოაჩინეს, რომ ღვთისმშობელი უფალმა მკვდრეთით აღადგინა და ზეცად აამაღლა. სწორედ ამიტომ მართლმადიდებლები ღვთისმშობლის აღსასრულს მიძინებას უწოდებენ.

საქართველოში მარიამობას განსაკუთრებულად აღნიშნავენ. სწორედ ღვთისმშობლის წილხვდომილობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი სიონში შეკრებილმა მრევლმაც.

ღვთისმშობლის მიძინება 12 უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და ის ყოველთვის 28 აგვისტოს აღინიშნება. მარიამობას წინ 2 კვირიანი მარხვა უძღვის, რომელსაც მორწმუნეები 14 აგვისტოდან იცავენ.

დღის ამბები