02 მაისი 2024,   04:39
ვრცლად
შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია

შავნაბადას ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

ცეცხლი ტყესა და მინდორში გუშინ გაჩნდა, რა ფართობია დამწვარი ჯერ უცნობია.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო ავიაცია. "კურიერის" ინფორმაციით, მათ შორის თურქული ავიაცია. 

დღის ამბები