06 მაისი 2024,   16:19
ვრცლად
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან - საჭირო გახდა ავიაციის ჩართვა

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარს ებრძვიან - მყინვარ ლეხზირის ერთ-ერთ კლდეზე ცეცხლი ტყის საფარს გაუჩნდა. კლდე იმდენად მიუვალია, რომ მეხანძრე-მაშველებს ფეხით მოუწიათ ხანძრის კერამდე მისვლა. საჭირო გახდა ავიაციის ჩართვაც. 

ლეხზირი რუსეთის საზღვართან სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს და ყაბარდო-ბალყარეთს ესაზღვრება.

ადგილი, სადაც დღეს ხანძარი გაჩნდა დასახლებული პუნქტებიდან დიდი მანძილითაა დაშორებული.

დღის ამბები