04 მაისი 2024,   08:37
ვრცლად
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულად გიორგი ალადაშვილი დაინიშნა. ახალი გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა წარუდგინა.

კახეთის მხარის ახალი სახელმწიფო რწმუნებული პროფესიით სამართალმცოდნეა. გიორგი ალადაშვილს განათლება მიღებული აქვს როგორც ევროპაში ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის მას მაგისტრის აკადემიური ხარისხი მიღებული აქვს ჰარვარდის უნივერსიტეტში.

გიორგი ალადაშვილი იკავებდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, მისი მიზანი მოქალაქეებთან ახლო კომუნიკაცია და მათი საჭიროებების გადაჭრის გზებზე ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური მუშაობაა.

ახალმა სახელმწიფო რწმუნებულმა პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს პოსტი მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა.
 

დღის ამბები