31 აგვისტო 2026,   06:45
ვრცლად
ბორჯომში სამაშველო ოპერაცია ფინალურ ეტაპზეა - ხეობაში აღარ შეინიშნება ცეცხლის აქტიური კერები

ბორჯომში სამაშველო ოპერაცია ფინალურ ეტაპზეა - მეხანძრეები ახლა ცალკეულ კერებს ამუშავებენ, ადგილზე აღარ მუშაობს ავიაცია. ხეობაში აღარ შეინიშნება ცეცხლის აქტიური კერები და არც დაკვამლიანება.

ბორჯომის ხეობაში მასშტაბურ ხანძარს 1000-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ჯარი და ავიაცია ებრძოდა. სახანძრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა. 

ახლა უკვე დასათვლელია ზარალი, მათ შორის ის, თუ რა მასშტაბის ტერიტორიაა გადამწვარი და ასევე დასადგენია მიზეზი.

 

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები