07 მაისი 2024,   05:48
ვრცლად
ესპანეთის ნაკრებმა ბულგარეთი დიდი ანგარიშით, 114-87 დაამარცხა -"ევრობასკეტი 2022" ოფიციალურად "თბილისი არენაზე" გაიხსნა

"ევრობასკეტი 2022" ოფიციალურად საქართველოში, "თბილისი არენაზე" გაიხსნა, სადაც ესპანეთის ნაკრები ბულგარეთს დაუპირისპირდა და დიდი სხვაობით 114-87 დაამარცხა.

დღეს ასევე, 18 საათსა და 15 წუთზე თურქეთი მონტენეგროს დაუპირისპირდება, ბოლოს კი სათამაშო დღე საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების შეხვედრით დასრულდება.

ცნობისთვის, პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს.

 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები