06 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩის განახლების პროექტი დაიწყო - კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია მომავალი წლის გაზაფხულზე დასრულდება

დღეს, თბილისის ერთ-ერთი უძველესი ქუჩის განახლების პროექტი დაიწყო. კრწანისის ქუჩის რეაბილიტაცია მიწისქვეშა კომუნიკაციების, გარე განათების ბოძების, ბორდიურების, მწვანე საფარისა და ახალი ასფალტის საფარის მოწყობას გულისხმობს.

სამუშაოების გამო დროებით შეიცვალა საგზაო მოძრაობა, პროექტის დასრულებამდე მანქანები კრწანისის ქუჩაზე მხოლოდ ცალმხრივად იმოძრავებენ. ქუჩის განახლება დედაქალაქის ბიუჯეტს 4 მლნ ლარი დაუჯდება.

თბილისის ერთ-ერთ უძველეს ქუჩას განახლებული სახე მომავალი წლის გაზაფხულზე ექნება.  

დღის ამბები