15 ნოემბერი 2024,   09:01
ვრცლად
რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - პრემიერის განცხადებას ოპოზიციაში აფასებენ

რა ეტაპზეა საქართველოს ურთიერთობა მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - პრემიერის განცხადების შემდეგ, კომენტარები პოლიტიკურ ჯგუფებშიც კეთდება.

"რიტორიკა 2 მიზეზის გამო შეცვალეს - პირველი არის ის, რომ დასავლეთი და უკრაინა აღწევს წარმატებას და მეორე, საქართველოში ანტიდასავლურმა რიტორიკამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. როდესაც საქართველოს ტიპის ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია გარე დახმარებაზე, უპირისპირდება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს მტრული ქმედებაა,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ  ვაშინგტონში ძალიან მყარად არის ჩამოყალიბებული აზრი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით:

"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად აწარმოებს პოლიტიკას, რომელიც აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს დასავლეთთან ურთიერთობაში. ვაშინგტონში ძალიან მყარად ჩამოყალიბებულია აზრი ამ ხელისუფლებასთან დაკავშირებით. ამიტომ, ჩვენი დღის წესრიგი უნდა იყოს ამ რეჟიმის დასრულება დემოკრატიული არჩევნების გზით,"- ამბობს პარლამენტის წევრი, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი. 

დღის ამბები