15 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
ვინ არის აშშ-ის აგენტი - საქართველოში ვაშინგტონის აგენტურის შესახებ გამოქვეყნებული სია პოლიტიკური განხილვის თემა გახდა

საქართველოში ვაშინგტონის აგენტურის შესახებ ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია პოლიტიკური განხილვის თემა გახდა. საქმე ეხება ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნებულ სიას, რომელშიც ამერიკის აგენტებად სხვადსხვა პოლიტიკოსია მოხსენიებული, მათ შორის - დავით უსუფაშვილი, ლევან და დავით ბერძენიშვილები, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიორგი გახარია, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სხვა ოპოზიციონერი ლიდერები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ბრალდებების ადრესატები გავრცელებულ ინფორმაციას ამერიკის აგენტურასთან დაკავშირებით არასერიოზულად აღიქვამენ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მიუღებელია სხვა ოპოზიციონერებისთვისაც. მათი განმარტებით, როცა საკითხი ქვეყნის ღალატსა და კონკრეტულ დანაშაულს ეხება, ამ შემთხვევაში მტკიცებულებების გარეშე საუბარი არასწორია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ საკითხზე შესაძლებელია გარკვეული ვარაუდები და მოსაზრებები არსებობდეს, თუმცა თემის სერიოზულად განხილვა არ ღირს.

გამოქვეყნებულ მასალაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა სახელმწიფოს ჰყავს აგენტები და ეს მგრძნობიარე საკითხია. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ თითოეული ადამიანისთვის მთავარი ამოცანა საკუთარი ქვეყნის გაძლიერება უნდა იყოს.

ამერიკის აგენტურასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მედიასაშუალებაში ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. სტატიაში გამოქვეყნებულ სიაში ოცამდე ოპოზიციონერი ლიდერია დასახელებული. 

დღის ამბები