საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციამ გასულ ღამეს დასკვნით კონცერტი გამართა. კოვიდ პანდემიის დაწყებიდან 2 წლის შემდეგ პირველად შედგა მუსიკალური საღამო, სადაც მსმენელის წინაშე ცნობილი ქართველი მუსიკოსები წარსდგნენ.
რიგით მე-4 კონცერტი, ტრადიციულად, მრგვალ ბაღში გაიმართა. ადგილზე ასევე წარმოდგენილი იყო ქართველი ხელოვანების ხელნაკეთი ნივთებისა და ნახატების გამოფენა-გაყიდვა.