საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს ევროკავშირის ახალმა ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ რწმუნებათა სიგელების ასლი გადასცა. ცერემონიის შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მათ შორის მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების საკითხი.
მინისტრი ელჩს ევროპული საბჭოს 12 პრიორიტეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებაც ესაუბრა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ბრიუსელში დაგეგმილი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები.