26 მაისი 2024,   16:37
ვრცლად
ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა გრძელდება

ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე გზების კეთილმოწყობა გრძელდება. ამ ეტაპზე ასფალტის საფარი ზღვისუბნის მე-4 მიკრორაიონში იგება. მისამართზე წყალარინების მოძველებული ქსელი შეიცვალა და საგზაო ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა.

ბოლო ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხელაძე გაეცნენ. გამგებელი და საკრებულოს წევრი ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის შესახებ ისაუბრეს.

დღის ამბები