15 ნოემბერი 2024,   08:49
ვრცლად
1 წლის შემდეგ სენაკი კვლავ არჩევნებისთვის ემზადება - ეყოლება თუ არა კანდიდატი ოპოზიციას

1 წლის შემდეგ სენაკი კვლავ არჩევნებისთვის ემზადება. 1 წლის შემდეგაც სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე არ ჰყავს. მიზეზი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის მანდატის დატოვებაა. თუმცა ვინ მოირგებს საკრებულოს თავმჯდომარის სავარძელს, ეს ჯერჯერობით უცნობია. არჩევანი ორ კანდიდატს შორის უნდა გაკეთდეს - "ქართული ოცნებიდან" ან პოლიტიკური მოძრაობა "სოციალური სამართლიანობისთვის".

შუალედურ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ეყოლება არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც პარტიას "საქართველოსთვის". ყოფილი სახელისუფლებო გუნდისა და ყოფილი პრემიერის პარტიებმა გადაწყვიტეს, უმრავლესობისთვის არ იბრძოლონ.

დღის ამბები