საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევროპირველობის მეორე დღეს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა და 26-ს ქულიანი სხვაობით 64-90 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი, 13 ქულით რატი ანდრონიკაშვილი იყო, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობიდან კი ხუანჩო ჰერნან-გომესი 14 ქულითა და 7 მოხსნით გამოირჩეოდა. ილიას ზუროსის მომზადებული გუნდი დღეს 21 საათზე მორიგ შეხვედრას გამართავს და მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტი, თურქეთის ეროვნული ნაკრები იქნება.