31 აგვისტო 2026,   17:54
ვრცლად
სერია A-ს მე-5 ტურში ხვიჩა კვარაცხელიამ "ლაციოს" წინააღმდეგ გამარჯვების გოლი გაიტანა

"ნაპოლიმ" იტალიის სერია A-ს მე-5 ტურში რომში, სტადიონ "ოლიმპიკოზე", "ლაციო" 2:1 დაამარცხა. გამარჯვების ბურთი მატჩის დაწყებიდან 1 საათში, ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა და მოედანზე საუკეთესო იყო.

ნაპოლი 11 ქულით სერია A-ში ლიდერობას "მილანთან" იყოფს და მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, ნეაპოლური კლუბი "სპეციას" უმასპინძლებს, თუმცა მანამდე კვარას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე ექნება - 7 სექტემბერს, "ლივერპულის" წინააღმდეგ შედგება.

დღის ამბები