საქართველო და ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მორიგი მატჩი - დღეს, საქართველო თურქეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
თურქეთის საკალათბურთო ნაკრების 3 წევრი NBA-ში თამაშობს. მათი ნაკრების წევრების უმეტესობა კი ევროლიგის ჩემპიონის, "ანადოლუ ეფესის" ღირსებას იცავს. შესაბამისად, შეხვედრა რთული და საინტერესო იქნება.
ჩვენი ნაკრების ამოცანას ართულებს ისიც, რომ გუნდის ორი ლიდერი, გოგა ბითაძე და თორნიკე შენგელია ტრავმირებულნი არიან. შენგელიას თამაში დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე გამორიცხულია, ხოლო ბითაძესთან დაკავშირებით ინფორმაცია თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გახდება ცნობილი.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 6 სექტემბერს, ბულგარეთის ნაკრებთან გამართავს, 7 სექტემბერს კი მონტენეგროს დაუპირისპირდება.
ავტორი : დავით ფრანგიშვილი